რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა და ეს პოზიცია უცვლელი რჩება.
„რუსული მხარე კვლავ ღიაა უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის, მზად არის წარმართოს მოლაპარაკებები იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც ამ მომენტში ვითარდება“, - აღნიშნა ზახაროვამ.
მისივე თქმით, რუსეთს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე.