21 იანვარს, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლო, საქმეს - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმეს, ღია მოსმენაზე განიხილავს.
ამის შესახებ Europetime-ს სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს პრესცენტრიდან აცნობეს.
"გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ ევროპული სასამართლოს მთავარი პალატის მომავალ გადაწყვეტილებაზე რუსეთ-საქართველოს შეირაღებული კონფლიქტის შესახებ (II), ის ჩატარდება 2021 წლის 21 იანვარს, 11:00 საათზე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასახლეში გამართულ ღია მოსმენაზე.
სარჩელი ეხებოდა საქართველოს მთავრობის ბრალდებებს რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციული ქმედებების მიმართ, რაც კონვენციის სხვადასხვა დარღვევას გულისხმობს. მთავარი ფაქტები და საჩივრები სარჩელი შეიტანეს შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე, რომელიც მოხდა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციებს შორის 2008 წლის აგვისტოში და მას ამ ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი დაძაბულობები, პროვოკაციები და ინცინდენტები მოჰყვა.
სარჩელი საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის მიხედვით შემოიტანა (ადამიანთა უფლებების შესახებ). საქართველომ დაადანაშაულა რუსეთის ფედერაცია, მისი არმიის, ან/და სეპარატისტული ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობისა და მათი ქონების მიმართ განურჩეველ და არაპროპორციულ შეტევაში, რითაც გამოიწვია, ან დაუშვა ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობა, ამგვარად დაირღვა: მე -2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), მე -3 (წამების აკრძალვა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა), 5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე -8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და 13 (ეფექტური დაცვის საშუალება) კონვენციის იურიდიული დაცვა), No1 ოქმის 1-ლი ოქმისა და მე -4 ოქმის მე -2 მუხლის (გადაადგილების თავისუფლება) მუხლები (საკუთრების დაცვა) და მე -2 (განათლების უფლება).
სამართალწარმოება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს 2008 წლის 11 აგვისტოს, 2011 წლის 13 დეკემბერს ის ნაწილობრივ მისაღებად ცნეს. 2012 წლის 3 აპრილს პალატამ იურისდიქცია დიდი პალატის სასარგებლოდ დათმო. სასამართლომ მტკიცებულებები მოიპოვა თვითმხილველებისა და ექსპერტებისგან სტრასბურგის სხდომაზე, რომელიც 2016 წელს, 6 დან 17 ივნისის ჩათვლით ტარდებოდა. მოსმენა 2018 წლის 23 მაისს შედგა", - აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმესთან დაკავშირებით დანიშნულ ღია მოსმენაზე დღეს კომენტარი გააკეთა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა.
წულუკიანის განცხადებით, 2013 წლის შემდეგ საქართველომ 200-ზე მეტი ახალი მტკიცებულება წარუდგინა სტრასბურგის სასამართლოს. მათ შორის გორში ჩამოვარდნილი ისკანდერის სახით, რომელიც ქვეყნიდან იყო გატანილი და ორი წლის წინ დააბრუნეს, როგორც მტკიცებულება.
„მე მაქვს მოლოდინი, რომ 2021 წლის 21 იანვარი იქნება ძალიან დიდი დღე საქართველოსთვის, დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო იმას იტყვის, რაც რეალობაა, რომ საქართველო რუსეთთან არის მართალი, ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, ეთნიკური წმენდის საკითხში, ჩვენი სამხედრო ტყვეების წამების და მოკვდინების საკითხში", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.