უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხერსონის რეგიონში ოთხი სამხედრო ადმინისტრაცია შექმნა.
მან შესაბამის ბრძანებას ხელი 9 ნოემბერს მოაწერა.
პრეზიდენტმა განკარგულებით „საომარი მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის შესახებ" კანონის ფარგლებში, შემდეგი ადმინისტრაციები შეიქმნა:
- ხერსონის ოლქის სკადოვსკის რაიონის დოლმატოვსკაიას სოფლის სამხედრო ადმინისტრაცია;
- ხერსონის ოლქის სკადოვსკის რაიონის გოლოპრისტანსკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია;
- ხერსონის ოლქის კახოვკის რაიონის კახოვკას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია;
- ხერსონის ოლქის კახოვკის რაიონის კრესტოვსკის სოფლის სამხედრო ადმინისტრაცია.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, ხერსონის რეგიონულმა სახელმწიფო ადმინისტრაციამ, „სამხედრო მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის შესახებ“ უკრაინის კანონის მიხედვით მიიღოს ზომები, რომლებიც დაკავშირებულია სამხედრო ადმინისტრაციების ფორმირებასთან, რომელიც ამ განკარგულების პირველ მუხლშია მითითებული", - ნათქვამია დოკუმენტში.
9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, ოკუპირებული ხერსონიდან ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა.