ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი საქართველოს ეწვევა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

"ვგეგმავ კავკასიასა და რუსეთში გამგზავრებას. მე, როგორც წესი, წინასწარ არ ვაცხადებ გეგმების შესახებ, მაგრამ ვფიქრობ, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, რუსეთში, სომხეთსა და საქართველოში მოგზაურობის თარიღები განსაზღვრულია ”, - განაცხადა ზარიფმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი თავის რუს კოლეგას, 26 იანვარს შეხვდება და მოლაპარაკებებს გამართავს.

საქართველოში ჩამოსვლას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გეგმავს.