იენს სტოლტენბერგი აშშ-ის არჩევნებზე, უკრაინის მხარდაჭერასა და მოკავშირეების მკაფიო გზავნილზე

  • იენს სტოლტენბერგის შეხვედრები დიდ ბრიტანეთში

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინისადმი მხარდაჭერისთვის შეაქო. სტოლტენბერგი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანს ბენ უოლესთან ერთად, სამხრეთ-აღმოსავლეთით იმყოფებოდა, სადაც უკრაინის ჯარებს ბრიტანეთის, კანადისა და ლიეტუვის ძალები წვრთნიან. 

NATO Secretary General Jens Stoltenberg meets with UK Prime Minister Rishi Sunak

„დღეს დილით ვეწვიე უკრაინელი ჯარისკაცების ერთ-ერთ საწვრთნელ ადგილს. გაერთიანებული სამეფო ამას მრავალი წლის განმავლობაში აკეთებდა და გაწვრთნა 30 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი, რაც შეჭრის შემდეგ გაძლიერდა და ეს გზავნილია, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა.

თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს იქნება დამღუპველი უკრაინელებისთვის, მაგრამ ეს ასევე გაგხვდის უფრო დაუცველებს, რადგან გზავნილი პრეზიდენტ პუტინისადმი, სხვა ავტორიტარული ლიდერებისადმი, იქნება ის რომ, მათ შეუძლიათ, მიაღწიონ თავიანთ მიზნებს სამხედრო ძალის გამოყენებით. 

მისივე თქმით, პუტინმა დაუშვა რამდენიმე დიდი შეცდომა უკრაინაში შეჭრისას, მათ შორის სტრატეგიული შეცდომები.

„ერთი იყო უკრაინელების, მათი გამბედაობის, ბრძოლისა და საკუთარი ქვეყნის დასაცავად მათი ერთგულების შეუფასებლობა. ჩვენ ვნახეთ, რომ NATO-ს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უპრეცედენტო მხარდაჭერა გაუწიეს უკრაინას და მზად ვართ, ეს მხარდაჭერა გაგრძელდეს, ვიდრე ეს უკრაინას დასჭირდება.

NATO-ს მოკავშირეების მკაფიო გზავნილი არის ის, რომ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენ ინტერესშია, რომ მათ გაიმარჯვონ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ ევროპაში.

და რაც შეეხება არჩევნებს შეერთებულ შტატებში...ჯერ კიდევ მიმდინარეობს დათვლის პროცესი. მაგრამ აბსოლუტურად ნათელია, რომ შეერთებულ შტატებში არის ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინის მხარდაჭერისთვის და ეს არ შეცვლილა შეერთებულ შტატებში ჩატარებული არჩევნებით“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.