ზელენსკი: ხერსონის გათავისუფლება უკრაინის ძალისხმევის შედეგი იქნება და არა რუსეთის „საჩუქარი“

9 ნოემბერს ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა რუსეთის განცხადებაზე, რომ ის ხერსონიდან გადის.

განმარტა, რომ „არავინ არ იხევს არსად, თუ არ შეხვდება (მათი მოწინააღმდეგის) ძალას.

„მტერი არ გვასაჩუქრებს ან კეთილგანწყობის ჟესტებს არ იჩენს. ჩვენ ამ ყველაფერს ვიღებთ ბრძოლით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.