როგორია აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგები ამ დროისთვის

  • „რესპუბლიკელები“ იკავებენ 6 ადგილს წარმომადგენელთა პალატაში, რომელიც მანამდე „დემოკრატებს“ ეკავათ.

წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 207 ადგილი, „დემოკრატებმა“ კი, 184 მანდატის მოპოვება შეძლეს.

ხმების დათვლის პროცესი ისევ მიმდინარეობს.

CNN წერს, რომ 35-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება.

რაც შეეხება სენატს, აქ „რესპუბლიკელებსა“ და „დემოკრატებს“ ისევ თანაბარი, 48-48 ადგილი აქვთ.