საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯადავ ზარიფის მხიდან, საქართველოში ვიზიტის დაგეგმვას ადასტურებს.
როგორც Europetime-ს სამინისტროში განუცხადეს, ირანის პირველი დიპლომატის ვიზიტი საქართველოში რეგიონული ტურნეს ფარგლებში შედგება.
"ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს დაგეგმილი აქვს რეგიონალური ტურნე და შესაბამისად ამ ტურნეს ფარგლებში ეწვევა საქართველოს. ვიზიტის დეტალებზე დიპლომატიური არხებით მიდის მუშაობა", - განუცხადეს Europetime-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ჯადავ ზარიფის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ირანულ მედიაში გავრცელდა.
"ვგეგმავ კავკასიასა და რუსეთში გამგზავრებას. მე, როგორც წესი, წინასწარ არ ვაცხადებ გეგმების შესახებ, მაგრამ ვფიქრობ, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, რუსეთში, სომხეთსა და საქართველოში მოგზაურობის თარიღები განსაზღვრულია ”, - განაცხადა ზარიფმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი თავის რუს კოლეგას, 26 იანვარს შეხვდება და მოლაპარაკებებს გამართავს.
საქართველოში ჩამოსვლას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გეგმავს.