გვიან ღამით თბილისში, დიდუბეში, გორის ქუჩაზე, სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ორი კაცი დააკავეს.
ადგილობრივების თქმით, სახლი სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, გაქირავებული იყო და მცხოვრებლებს ვინაობა მეზობლებისთვის უცნობია.
ამ ეტაპზე შსს-ს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.