ერგნეთში რიგით 109-ე შეხვედრა იწყება, სამწლიანი პაუზის შემდეგ შესაძლოა, დღეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდეგ, განცხადებები გააკეთონ.
როგორც ცნობილია, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლელებში მიმდინარე ბორდერიზაციასა და გახშირებულ გატაცებებზე იმსჯელებენ.
წინა შეხვედრიდან დღემდე უკანონო ბორდერიზაციის 9 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო ოკუპანტებმა საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს.
„ცხინვალში რჩება საქართველოს 4 მოქალაქე, მათი გათავისუფლების საკითხი იქნება შეხვედრის მთავარი თემა", - განაცხადა ჟურნალისტებთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ირაკლი ანთაძემ.
წინა შეხვედრა ერგნეთში, 23 სექტემბერს გაიმართა.
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამოქმედდა.