საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი ლია მიქაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილის ოჯახი ავრცელებს.
ცნობისთვის, ლია მიქაძე დაიბადა 1936 წლის 3 მაისს, თბილისში. 1954 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში.
ლია მიქაძე ტელევიზიაში მისი გახსნის დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან მუშაობდა.
შეგახსენებთ, 2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს, საპატიო ვარსკვლავი გაიხსნა ტელევიზიის პირველ წამყვანების: ლია მიქაძის, ჯულიეტა ვაშაყმაძისა და ალექსანდრა მაჭავარიანის სახელზე.