თბილისში, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, შსს-ს ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

თბილისში, ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში, შსს-ს ყოფილი თანამშრომელი დააკავეს.

როგორც ცნობილია, 40 წლის კაცს, რომელიც მანამდე შსს-ში მუშაობდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.

"შემოცვივდნენ იარაღებით. წივილ-კივილი დავიწყე, იატაკზე დააწვინეს, ეჭვმიტანილები ხართ იარაღის უკანონო შენახვაზე და ასაფეთქებელ ნივთიერებაზე. დანაც არ ჰქონია, 3-4 საათის მერე ჩხრეკა რომ ჩატარდა, იარაღი ამოიღეს ტანსაცმლის კარადიდან, საიდანაც მე დილით კურტკა ავიღე და ჩავიცვი, იქ რომ იარაღი დებულიყო, თან მაქვს სეიფი, მაშინ სეიფში უნდა ჩამედო. თარჯიმნობდა შსს-ში", -  ამბობს დაკავებულის მეუღლე.

ამ ეტაპზე, შსს-ს ოიფციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.