„ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, გადააყენებენ თუ არა მელიას - კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, გადააყენებენ, თუ არა ნიკა მელიას.

„მათი გადასაწყვეტია, გადააყენებენ თუ არა მელიას, ვინ იქნება კანდიდატი. ერთი რამ ცხადია, დაპირისპირება აქვთ და არ დაწყებულა გუშინ, დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს დაპირისპირება“, - აღნიშნავს კალაძე.

როგორც კალაძე განმარტავს, დიდი ხანია, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება მიმდინარეობს.