ევროპარლამენტმა უკრაინასთან და მოლდოვასთან, ტვირთების გადაზიდვის გამარტივებაზე შეთანხმება დაამტკიცა.
შეთანხმება დროებით აადვილებს საგზაო-სატვირთო გადაზიდვებს, რაც საშუალებას აძლევს უკრაინულ, მოლდოველ და ევროპელ გადამზიდველებს, ტერიტორიები, შესაბამისი ნებართვების მიღების გარეშე გადაკვეთონ.
გარდა ამისა, მიღებული დოკუმენტი უკრაინელ მძღოლებს საშუალებას მისცემს ევროკავშირში, უკრაინული მართვის მოწმობები და პროფესიული კომპეტენციის სერთიფიკატები გამოიყენონ.
„უკრაინის საჰაერო სივრცე დაკეტილია სამოქალაქო მოძრაობისთვის და საზღვაო ექსპორტი მკაცრად შეზღუდულია. ამიტომ უკრაინისთვის უნდა მოძებნოს ალტერნატიული საგზაო მარშრუტები მარცვლეულის, საწვავის, საკვებისა და სხვა საქონლის ექსპორტისთვის.
მოლდოვაც ანალოგიურად იტანჯება, სჭირდება ალტერნატიული სატრანზიტო მარშრუტები ევროკავშირის გავლით და დახმარება უკრაინული საქონლის ტრანზიტში“, - აღნიშნავენ ევროპარლამენტში.
„ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს“, - ნათქვამია ევროპარლამენტის მოხსენებაში.