ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.
იან ლიპავსკი წერს, რომ საქართველოს ჩეხეთის სრული მხარდაჭერა აქვს.
“მოხარული ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრით.
ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გარდა, ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე და რეგიონალურ გამოწვევებზე.
საქართველოს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს!”-აღნიშნავს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
პოლიტიკა
ახალი ამბები
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს
europetime 2022-11-10 21:57:00ფოტოს წყარო: Google