აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ინაუგურაციაზე ფიცი დადო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, ტრადიციული ფიცი დადო.

ვიცი-პრეზიდენტი ტრიბუნასთან ჯო ბაიდენის ფიცის დადებამდე წარსდგა.

„მე, კამალა ჰარისი ფიცს ვდებ, რომ მხარს დავუჭერ და დავიცავ კონსტიტუციას, შიდა თუ გარე მტრის წინააღმდეგ და ერთგულად ვემსახურები ჩემს ქვეყანას. ამ პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემი ნებით, ყოველგვარი ზეგავლენის და ზეწოლის გარეშე, რომ მე სამართლიანად შევასრულებ ყველა პასუხისმგებლობას და უფლებამოსილებას, რასაც ეს თანამდებობა მაკისრებს! ღმერთი იყოს ჩემი შემწე“, - განაცხადა კამალა ჰარისმა.