პრემიერ-მინისტრმა ირანის ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მისივე თანახმად, მაჰმუდ ადიბისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„შეხვედრისას ითქვა, რომ 2022 წელს საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება, რაც საიუბილეო თარიღია“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.