რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი G20-ის სამიტის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს, მათ შორის არც ონლაინ რეჟიმში.
ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, G20-ის სამიტს პუტინი გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ G20-ის სამიტი ინდონეზიაში, ბალიზე 15-16 ნოემბერს გაიმართება.
მანამდე ცნობილი იყო, რომ პუტინს G20-ის სამიტზე, საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარადგენდა.