აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ინაუგირაციაზე სიტყვით წარსდგა.
„ეს ამერიკის დღეა, ეს დემოკრატიის დღეა...დემოკრატიამ გაიმარჯვა... მოვუწოდებ ყველა ამერიკელს, რომ შემომიერთდეს და ყველანი გავერთიანდეთ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
„ვიცი, რომ ერთიანობის შესახებ საუბარი დღესდღეობით ფანტაზიას ჰგავს. ვიცი, რომ საზოგადოება ახლა დაყოფილია. თუმცა ერთიანობა ქვეყნის წარმატების ერთადერთი საწინდარია“.
ბაიდენი კაპიტოლიუმში მომხდარ მოვლენებსაც შეეხო.
„ასეთი რამ აღარასოდეს მოხდება, არც დღეს, არც ხვალ და არც არასოდეს. მე ვიქნები თითოეული ამერიკელის პრეზიდენტი, მათიც ვინც მე მხარი არ დამიჭირა“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ახალმა პრეზიდენტმა კორონავირუსის პანდემიაზეც ისაუბრა.
„ამ გამოწვევების დასაძლევად, სულის აღსადგენად და ამერიკის მომავლის უზრუნველსაყოფად, სიტყვაზე ბევრად მეტია საჭირო. ეს მოითხოვს: ერთიანობას“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
„ბევრი რამე გვაქვს გამოსასწორებელი, აღსადგენი და გასაჯანსაღებელი, ბევრი გვაქვს ასაშენებელი და მოსაპოვებელი“, - დასძინა ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა.