ხერსონის მოსახლეობა გველოდებოდა, მათ არასდროს უთქვამთ უარი უკრაინაზე - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ვიდეომიმართვაში განაცხადა.
- CNN: უკრაინელი სამხედროები ქალაქ ხერსონში შევიდნენ
- რა ვითარებაა ხერსონში მას შემდეგ, რაც ქალაქი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ გადავიდა
„დღეს ჩვენი ქვეყნის დამცველები ქალაქის მისადგომებთან არიან. სპეციალური რაზმები უკვე შევიდნენ ქალაქში. ხერსონის მოსახლეობა გველოდებოდა, მათ არასდროს უთქვამთ უარი უკრაინაზე.
- რუსეთი აცხადებს, რომ ხერსონიდან გასვლა დაასრულა
- უკრაინული მედია: ანტონოვის ხიდი, რუსმა ოკუპანტებმა ააფეთქეს
უკრაინა ყოველთვის ამართლებს იმედებს და იბრუნებს იმას, რაც თავისია. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ბოლომდე არაა გაწმენდილი მოსახლეობა ცდილობს ოკუპანტების კვალი გააქროს.
თავად ხერსონელები ალაგებენ ქუჩებს და შენობებიდან ხსნიან რუსეთის სიმბოლიკას.
ასე ხდებოდა სხვა ქალაქებშიც, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დამცველებმა გაათავისუფლეს. ასევე მოხდება სხვა ქალაქებშიც, რომლებსაც გავათავისუფლებთ. უკრაინის დამცველები მივლენ ყველა მოქალაქესთან“, - განაცხადა ზელენსკიმ.