დღეს, დიდი მხატვრის მშობლიურ მირზაანთან ერთად, მთელი საქართველო აღნიშნავს ფიროსმანობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
"დიდი მხატვრის უნიკალური მემკვიდრეობა მუდამ დარჩება საქართველოს, როგორც ნიჭიერი და შემოქმედი ხალხის სამშობლოს, სავიზიტო ბარათად", - ნათქვამია განცხადებაში.