ხერსონში გამარჯვებას უფრო ფართო სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს - სალივანი

ხერსონში გამარჯვებას უფრო ფართო სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან რუსების მდინარის გაღმა განდევნის შესაძლებლობა ნიშნავს, რომ შემცირებულია საფრთხე ისეთი ადგილებისთვის, როგორიცაა ოდესა და შავი ზღვის სანაპირო, - ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანიმ განაცხადა.

„როგორც ჩანს, უკრაინელებმა ახლახან მოიპოვეს არაჩვეულებრივი გამარჯვება, სადაც ერთი საოლქო ცენტრი, რომელიც რუსეთმა დაიპყრო ამ ომში, ახლა ისევ უკრაინის დროშის ქვეშ არის, ეს საკმაოდ ღირსშესანიშნავი რამაა.  ხერსონში გამარჯვებას უფრო ფართო სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან რუსების მდინარის გაღმა განდევნის შესაძლებლობა ნიშნავს, რომ შემცირებულია საფრთხე ისეთი ადგილებისთვის, როგორიცაა ოდესა და შავი ზღვის სანაპირო“, - აღნიშნა სალივანმა.


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 11 განაცხადა, რომ დაასრულა ჯარების გაყვანა უკრაინის სამხრეთით, ხერსონის რეგიონში, მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროდან.

  • ბრძოლის ველზე არსებულ სურათს ბრიტანული BBC აღწერს.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ფოტოები და ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მთავარი ხიდი, რომელსაც რუსული ჯარი ევაკუაციისთვის იყენებდა, განადგურდა. გაურკვეველია, რამ გამოიწვია ხიდის ნგრევა, ზოგიერთი რუსული წყარო ამტკიცებს, რომ ისინი თავად დაანგრიეს, გაყვანის პროცესის დასრულების შემდეგ.

იმავდროულად, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინულმა ძალებმა ათობით ქალაქი და სოფელი დაიბრუნენს და ქალაქ ხერსონისკენ, წინ მიიწევენ.

ხერსონი ერთადერთი რეგიონული დედაქალაქია, რომელიც რუსეთმა თებერვალში შეჭრის შემდეგ დაიპყრო.

მისი დაკარგვა კრემლისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება.