Unian: ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა აღმართეს

„პარასკევს, 11 ნოემბერს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა გამოჩნდა. ახლოვდება ქალაქის განთავისუფლება“, - წერს Unian-ი.

ადგილობრივი ჟურნალისტის კონსტანტინე რიჟენკოს თქმით, უკრაინის დროშა „წინააღმდეგობის მოძრაობის“ აქტივისტებმა აღმართეს.

„წინააღმდეგობის მოძრაობა“ ამბობს გამარჯობა. დიდება უკრაინას. ფოტო ახლა", - წერს რიჟენკო და ფოტოფაქტს აქვეყნებს.

Unian-ის ინფორმაციით, ხერსონის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ უკრაინის დროშა დამონტაჟდა.