საქართველოს ნაკრებმა კალათბურთში ისლანდიაში მსოფლიო ჩემპიონატის, შესარჩევ ეტაპზე, გადამწყვეტი მატჩი ჩაატარა.
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ისლანდიის ნაკრები ანგარიშით 88:85 დაამარცხა.
ამასთან, მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად, საქართველოს ნაკრებს აუცილებლად სჭირდებოდა ისლანდიის დამარცხება, რადგან ჯგუფიდან გამსვლელ მესამე ადგილს სწორედ ისლანდიელები იკავებდნენ. პირველ-მეორე ადგილებზე იტალია-ესპანეთი არიან.