დავით ზალკალიანი 2008 წლის ომზე სტრასბურგის სასამართლოში ჩანიშნულ სხდომას ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროს, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში ხვალ ჩანიშნულ სხდომის შედეგებთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

"ეს საქმე საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება იყო გასულ წელს. იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ სტრასბრუგში, ჩვენი მისიაც აქტიურად იყო ჩართული. რა თქმა უნდა, პოზიტიური მოლოდინი გვაქვს იქიდან გამომდინარე, რა დიდი მოცულობის სამუშაო გავწიეთ, განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტრომ. დარწმუნებული ვარ, როგორც წინა შემთხვეევების დროს, აქაც გვექნება ნაბიჯი პოზიტიური მიმართულებით. ასე რომ, ჯერ არ მინდა მოვლენებს გავუსწროთ, სულ ცოტა ხანში დადგება ალბათ საბოლოო განაჩენი და ჩვენ ყველა ერთად ვიხილავთ, რომ ეს შესაძლოა იყოს იმ პოზიტიური მოლოდინების შესაბამისობაში, რაც ჩვენ დღეს გვაქვს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

21 იანვარს, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლო, „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმეს, ღია მოსმენაზე განიხილავს.

ამის შესახებ Europetime-ს სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს პრესცენტრიდან აცნობეს.

„გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ ევროპული სასამართლოს მთავარი პალატის მომავალ გადაწყვეტილებაზე რუსეთ-საქართველოს შეირაღებული კონფლიქტის შესახებ (II), ის ჩატარდება 2021 წლის 21 იანვარს, 11:00 საათზე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასახლეში გამართულ ღია მოსმენაზე", -აღნიშნულია სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გავრცელებულ რელიზში.

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" - საქმეს სტრასბურგის სასამართლო ხვალ განიხილავს