ხერსონში, ხერსონის ოლქსა და რაიონში, უკრაინის სამხედრო ადმინისტრაციამ მუშაობა განაახლა.
ქალაქსა და რეგიონში ფუნქციონირებს უკრაინის ეროვნული პოლიცია. ამის შესახებ ხერსონის OVA-ს ხელმძღვანელმა იაროსლავ იანუშევიჩმა განაცხადა.
„ქალაქში ჩავიდა ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია და თავისი მოვალეობების შესრულებას შეუდგა. უფლება-მოვალეობის შესრულება დაიწყო უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ და უშიშროების სამსახურმაც.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური განაღმვის ღონისძიებებს ახორციელებს. ჩვენ ჩართული ვართ, რომ ქალაქში ნორმალური ცხოვრება დავაბრუნოთ“, - განაცხადა იაროსლავ იანუშევიჩმა ვიდეომიმართვაში.
2022 წლის 11 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხერსონიდან მათი ძალების გაყვანა დასრულდა.
11 ნოემბერს, დილით ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ფოტოები, რომლებშიც ჩანდა, რომ ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა ფრიალებდა.
მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა სამხედროების ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის ვიდეოები. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში უკრაინელი სამხედროების ქალაქ ხერსონში შესვლას, ისტორიული უწოდა.