„დემოკრატებმა“ სენატზე კონტროლი შეინარჩუნეს

ნევადაში გამარჯვებით „დემოკრატებმა“ სენატზე კონტროლი შეინარჩუნეს. ამის შესახებ Washington Post-ი წერს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც კამბოჯაში იმყოფება ვიზიტით, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ძალიან კმაყოფილია“ არჩევნების შედეგებით.

ცნობისთვის, დემოკრატმა სენატორმა ქეთრინ კორტეს მასტომ „რესპუბლიკელი“ კონკურენტი ადამ ლაქსალტი დაამარცხა.

„მადლობა, ნევადა!“, - წერს Twitter-ზე მასტო.

მან 48,7%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა, კონკურენტმა, შტატის ყოფილმა გენერალურმა პროკურორს, ადამ ლაქსალტს კი 48,2%-მა დაუჭირა მხარი.