ევროპარლამენტის პრეზიდენტი ამერიკის ახალ პრეზიდენტს პლენარულ სხდომაზე იწვევს

დევიდ სასოლმა ჯო ბაიდენს პრეზიდენტობა მიულოცა და ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასასწრებად მიიწვია..

"ჩვენ მას ვიწვევთ ევროპარლამენტში პლენარულ სხდომაზე, რათა დაიწყოს ჩვენი თანამშრომლობა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხებში", - ამის შესახებ დევიდ სასოლი საკუთარ სოციალური ქსელის გვერდზე წერს.

"ევროპა არის და ყოველთვის იქნება მის გვერდით, როგორც ძლიერი და ერთგული მოკავშირე. ერთად, ახალი იმედებისაკენ"- დასძინა დევიდ სასოლმა.

ჯო ბაიდენმა ფიცი დღეს დადო და აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა.