საქართველოში დღეს მიწისძვრა ჯერ ტყვარჩელში და შემდეგ, ახალციხის მუნიციპალიტეტში მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე აღნიშნავს, რომ პირველი მიწისძვრის შემთხვევაში, მიწისქვეშა მიძგების სიმძლავრე 3.7 მაგნიტუდას შეადფენდა.
,,ტყვარჩელთან 17 კმ -ში მიწისძვრაა, პირველადი მონაცემი 3.7. აფხაზეთი", - წერს თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში.
დღეს მიწისძვრა მოხდა ახალციხის მუნიციპალიტეტშიც.
კერძოდ, 05:50 საათზე სოფელ აწყურთან 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.