საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საქართველოში 700 00-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა.
ფრანგულ გამოცემა Radio France-თან საუბრისას მან აღნიშნა, რომ 600 000, სავარაუდოდ, სხვა მიმართულებით, მეზობელ სომხეთში, თურქეთში ან ევროპულ ქვეყნებში წავიდა, დაახლოებით, 100 000 კი, საქართველოში დარჩა.
მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ და ახლაც რჩებიან, არიან მოქალაქეები, რომლებსაც, ცხადია, არ უნდათ, გაიზიარონ პუტინის ბედი ომში და არ სურთ მობილიზაცია.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წელს საქართველოში შემოვიდა და რჩება რუსეთის 112 733 მოქალაქე.