კვირას სტამბოლში, ისტიკლალის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 38 მოქალაქე. შესაბამის ინფორმაციას France Press-ი ავრცელებს.
აფეთქება „ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 16:20 საათზემოხდა.
შემთხვევის ადგილზე გაიგზავნა პოლიციის დანაყოფები, ჯანდაცვის და სახანძრო ბრიგადები“, - წერს სტამბოლის გუბერნატორი ალი იერლიკაია Twitter-ზე.
თურქულ მედიაში თავდაპირველად გავრცელებული ცნობებით, აფეთქების შემდეგ, 11 ადამიანი დაშავდა.