ჯო ბაიდენმა პრეზიდენტის რანგში პირველ განკარგულებებს მოაწერა ხელი.
კაპიტოლიუმის შენობაში, პრეზიდენტის ოთახში ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ინაუგურაციის დღის გამოცხადების, მინისტრთა კაბინეტის წევრებისა და მათი მოადგილეების დამტკიცების შესახებ დოკუმენტებს.
ამასთან, თეთრი სახლის ახალმა მეთაურმა გააუქმა დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული რიგი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლის აკრძალვა. აგრეთვე, ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ფედერალური შენობების ტერიტორიაზე 100 დღის განმავლობაში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა. პრეზიდენტმა ასევე მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობა შეაჩერა.
გავრცელებული ინფორმაციით, მალე ჯო ბაიდენი შეიარაღებული ჯარების მზაობას შეამოწმებს, მოგვიანებით კი, არლინგტონის სასაფლაოზე უცნობის ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობს.
როგორც ცნობილია, არლინგტონის სასაფლაოზე მასთან ერთად მივლენ ექსპრეზიდენტები – ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში და ბარაკ ობამა.