14 ნოემბერს, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის მიწვევით თვილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი თბილისში, ჰეიდარ ალიევის პარკში მივიდა, სადაც მის ხსოვნას პატივი მიაგო და პოლიტიკოსის ძეგლი გვირგვინით შეამკო.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრსა და საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შორის შეხვედრების სერიაა დაგეგმილი.