აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორი ქალი პირველად გახდა. სენატმა აღნიშნულ თანამდებობაზე ვრილ ჰეინესი დაამტკიცა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ჰეინსის, რომლის კანდიდატურაც ჯო ბაიდენმა წარადგინა, დანიშვნას მხარი 84-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 10 აღმოჩნდა.
2013-2015 წლებში ჰეინსი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო, შემდეგ კი 2 წლის განმავლობაში ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილე იყო.