„ჩვენ გვაქვს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა შეერთებულ შტატებში, რათა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, სანამ ეს მას დასჭირდება, ამიტომ ,გზავნილი არის დიახ, ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას. ასევე, რა თქმა უნდა, მუდმივად შევაფასებთ, რა ტიპის იარაღს ვაწვდით კიევს“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნიდერლანდების საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მოკავშირეები მზად არიან, გააგრძელონ სამხედრო მხარდაჭერა, ეკონომიკური მხარდაჭერა, ჰუმანიტარული მხარდაჭერა და ასევე გააგრძელონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. ასე რომ, პრეზიდენტმა პუტინმა არამხოლოდ უკრაინელები, არამედ NATO-ს მოკავშირეები, ნიდერლანდები და პარტნიორებიც ვერ შეაფასა.
რეალურად ვხედავთ, რომ არსებობს მუდმივი ძლიერი, ასევე საზოგადოებრივი მხარდაჭერა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით, რათა გაგრძელდეს უკრაინის მხარდაჭერა. ეს იყო ასევე, ვფიქრობ, შეერთებულ შტატებში ჩატარებული არჩევნების, შუალედური არჩევნების გზავნილი, რომ ჩვენ გვაქვს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა შეერთებულ შტატებში, რათა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, სანამ ეს საჭირო იენაბ.
ჩვენ გვაქვს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა შეერთებულ შტატებში, რათა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა მანამ, სანამ ეს დასჭირდება, ამიტომ გზავნილი არის დიახ, ჩვენ მხარს დავუჭერთ. და ასევე, რა თქმა უნდა, მუდმივად შევაფასებთ რა ტიპის იარაღს ვაწვდით უკრაინას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
„ჩვენს ინტერესებშია, უკრაინაში პრეზიდენტმა პუტინმა არ გაიმარჯვოს. ეს კატასტროფა იქნება უკრაინელებისთვის. მაგრამ ეს ასევე გახდის სამყაროს უფრო სახიფათოს. ჩვენ უფრო დაუცველები გავხდებით, რადგან უკრაინის ომიდან მიღებული გაკვეთილები პრეზიდენტ პუტინისთვის, მაგრამ ასევე სხვა ავტორიტარული ლიდერებისთვის იქნება ის, რომ როდესაც ისინი არღვევენ საერთაშორისო კანონს, როდესაც ისინი სხვა ქვეყანაში შეიჭრებიან და როდესაც იყენებენ სასტიკ ძალას, მიაღწევენ იმას, რაც სურთ. ეს ყველას უფრო დაუცველს გახდის. სწორედ ამიტომ არის ჩვენი ინტერესი, ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, უკრაინას მხარდაჭერა.
დიახ, ჩვენ ვიხდით ფასს: უფრო მაღალი გადასახადები, უფრო მაღალი ინფლაცია, მხარდაჭერის ეკონომიკური ხარჯები, მაგრამ ფასი, რომელსაც ჩვენ გადავიხდით, თუ წარმატებას არ მივაღწევთ, თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს, ბევრად უფრო მაღალი იქნება, რადგან მაშინ ჩვენ ვიცხოვრებთ უფრო საშიშ სამყაროში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.