აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის თანამშრომლები დანიშნა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ჯო ბაიდენმა ვირტუალ რეჟიმში გამართულ ღონისძებაზე ადმინისტრაციის ახლად დანიშნული თანამშრომლები გააფრთხილა, რომ გაათავისუფლებს ნებისმიერს, ვინც სამუშაო გარემოში თანამშრომლების მიმართ პატივისცემის ნაცვლად, ტოქსიკურ დამოკიდებულებას გამოავლენს.
ბაიდენმა განუცხადა ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რომ ისინი არ უნდა მუშაობდნენ მისთვის, თუ ისინი სერიოზულად არ აპირებდნენ ცვლილებების განხორციელებას.
”ჩვენ გვაქვს შანსი შეცვალოთ ყველაფერი. ეს არის მიზეზი, რომ პოლიტიკაში ჩავერთე... ხალხი არ მუშაობს ჩვენთვის. ჩვენ ვმუშაობთ ხალხისთვის. ისინი ჩვენ ხელფასს გვიხდიან. ისინი თქვენ გენდობიან. მე გენდობით თქვენ. ჩვენ ვალდებულება გვაქვს. ძალიან იშვიათად ეძლევა ადამიანს ისეთი რამის კეთების საშუალება, რაც ფუნდამენტურად პოზიტიურ გავლენას იქონიებს სხვების ცხოვრებაზე, არა მხოლოდ აქ, არამედ მსოფლიოში“, – განაცხადა ბაიდენმა.