პენტაგონი, HIMARS-ის მარაგების შესავსებად $520 მილიონს დახარჯავს

აშშ-ის არმიამ, კომპანია Lockheed Martin-თან $520 მილიონის მოცულობის რამდენიმე კონტრაქტი გააფორმა. ეს თანხა მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ის რესურსების შევსებაზე დაიხარჯება. 

„ეს კონტრაქტი საშუალებას გვაძლევს შევავსოთ ჩვენი საკუთარი მარაგი და ამავდროულად მივაწოდოთ კრიტიკულად აუცილებელი შეიარაღება ჩვენს მოკავშირეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს“, - თქვა თავდაცვის მდივნის თანაშემწემ შესყიდვების საკითხებში დუგლას ბუშმა.

ბოლო თვეების განმავლობაში პენტაგონმა, უკრაინას რუსეთთან საბრძოლველად 20 HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა გადასცა.

უკრაინული და ამერიკული მხარეები თანხმდებიან, რომ HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები ომის, უკრაინის სასარგებლოდ შემობრუნების მიზეზი გახდა.