ოლივერ ვარჰეი: ჩვენ გვჭირდება სანდო პარტნიორები. ყველაზე მნიშვნელოვანია - ენერგეტიკის სფერო, საქართველო შეიძლება, იყოს ასეთი სანდო პარტნიორი და მოკავშირე

ჩვენ გვჭირდება სანდო პარტნიორები, იქნება ეს უსაფრთხოებისა თუ ეკონომიკის სფერო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია - ენერგეტიკის სფერო, საქართველო შეიძლება, იყოს ასეთი სანდო პარტნიორი და მოკავშირე, - ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, დღეს, თბილისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

„რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში შავი ზღვა არის ჩვენი გეგმების ცენტრი. პრემიერმა უკვე ბრძანა, რომ შავი ზღვის ელექტროსადენი ძალიან სიმბოლური მნიშვნელობის არის ყველასთვის. სიმბოლური ისტორიულად, რამდენადაც დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან, კავკასიას ევროპასთან და სიმბოლური, რადგან ყველანი დავინახავთ, რომ რუსეთის ომი უკრაინაში არის ის ფონი, რომლის საფუძველზეც გვჭირდება სანდო პარტნიორები.

სანდო, საიმედო პარტნიორები და მოკავშირეები, იქნება ეს უსაფრთხოების, ეკონომიკის სფეროში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად ენერგეტიკულ სფეროში და საქართველო შეიძლება იყოს ასეთი სანდო, საიმედო პარტნიორი, მოკავშირე“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.