იენს სტოლტენბერგი: მნიშვნელოვანია, არ დავუშვათ შეცდომა. რუსეთი ინარჩუნებს მნიშვნელოვან სამხედრო შესაძლებლობებს

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ევროკავშირის თანამშრომლობა ისეთი მჭიდროა, როგორც არასდროს და ის ფაქტი, რომ ალიანსმა შეძლო NATO-ევროკავშირის თანამშრომლობის უპრეცედენტო დონეზე აყვანა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც ვცხოვრობთ უფრო სახიფათო დროში, უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ განაცხადა, რომელიც თავდაცვის ფორმატში იმართება.

„ყველა მივესალმებით იმ პროგრესს, რომელსაც უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს ბოლო დღეებში, განსაკუთრებით ხერსონის გათავისუფლებით. ეს განპირობებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების სიმამაცით.

ამავდროულად, ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ დავუშვათ შეცდომა. რუსეთი ინარჩუნებს მნიშვნელოვან სამხედრო შესაძლებლობებს, ჯარების დიდ რაოდენობას. ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთი მზად არის, განიცადოს დიდი მსხვერპლი და ასევე, ჩვენ ვნახეთ სისასტიკე, განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე, რომლებიც გათავისუფლებულია.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება, შესაძლებლობებით, მაგრამ ასევე, ტრენინგით. გასულ კვირას, გაერთიანებულ სამეფოში ვესტუმრე სასწავლო დაწესებულებას, სადაც NATO-ს სხვადასხვა მოკავშირე უკრაინელ ჯარისკაცებს წვრთნის.

მივესალმები ევროკავშირის გადაწყვეტილებას უკრაინული ძალებისთვის სწავლების დაწესების შესახებ. ეს შეავსებს NATO-ს მოკავშირეების მიერ გაწულ სამუშაოს. მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ წვრთნები, რადგან უკრაინელები ძალიან რთულ ბრძოლაში იბრძვიან“, - აღნიშნა ვარჰეიმ.