ისრაელის საელჩო მისი ქვეყნის მოქალაქის მკვლელობის მცდელობის აღკვეთისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობას უხდის.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელ განცხადებაში აღნიშნულ პრევენციულ ღონისძიებთან დაკავშირებით, რომელთა შედეგად აღკვეთილ იქნა ისრაელის მოქალაქეზე თავდასხმა, ისრაელის საელჩოს სურს, მადლობა გადაუხადოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მათი პროფესიონალური და მტკიცე ძალისხმევისთვის, რათა უზრუნველეყოთ ისრაელის მოქალაქის უსაფრთხოება.
ჩვენ მოწმენი ვართ, თუ როგორ აგრძელებს ირანი თავის მავნე, დამღუპველ საქმიანობას და ტერორისტული თავდასხმების მცდელობებს არამხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელ მსოფლიოში, ახლა უკვე საქართველოშიც.
ჩვენ გულითადად ვაფასებთ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მოქმედებებს“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
რადიო თავისუფლება წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ადამიანი, რომლის მოკვლასაც სავარაუდოდ, საქართველო-ირანისა და პაკისტანის მოქალაქეების ჯგუფი გეგმავდა, იციკ მოშეა - საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი.