უკრაინის საზღვართან ახლოს მომხდარი აფეთქებების გამო, პოლონეთის მთავრობა ქვეყანაში სამხედრო მზადყოფნის დონეს აამაღლებს, – ამის შესახებ მთავრობის პრესსპიკერმა, პიოტრ მიულერმა უშიშროების საბჭოს საგანაგებო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მიულერმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაღუპულია ორი ადამიანი.
მისივე თქმით, მთავრობა განიხილავდა მეოთხე მუხლის ამოქმედებას, რაც ნატო-ში კონსულატაციების დაწყებას გულისხმობს.
Reuters-ის ინფორმაციით, პოლონეთის მოთხოვნით, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, NATO-ს ელჩები, ოთხშაბათს გამართავენ შეხვედრას.
ალიანსის დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, წევრებს შეუძლიათ დააყენონ ნებისმიერი შემაშფოთებელი საკითხი, განსაკუთრებით წევრი ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
უკრაინის საზღვართან მომხდარი აფეთქების გარემოებების შესახებ, გამოძიება გრძელდება. მედიის ცნობით, ერთ-ერთმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ალიანსი ფრთხილად იმოქმედებს და დრო სჭირდებოდა იმის გადამოწმებისთვის, თუ რამ გამოიწვია ინციდენტი.