ვიცე-პრემიერი, დეოკუპაციისა და ქვეყნის ინტეგრაციის მიმართულებით,  დავით ზალკალიანი იქნება

"იმის გათვალისწინებით, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ორმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავება, საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი იქნება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი", - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, საქართველოსთვის პრიორიტეტული იქნება ქვეყნის შემდგომი დეოკუპაცია და ქვეყნის ინტეგრაცია.

„საქართველოსთვის პრიორიტეტული იქნება ქვეყნის შემდგომი დეოკუპაცია და ქვეყნის ინტეგრაცია. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით დღეს, როცა რეგიონში საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება, საერთაშორისო ურთიერთობებს უფრო დიდი მნიშვნელოვა ენიჭება, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ოკუპაციაზე პასუხი, ქვეყნის შემდგომი ინტეგრაცია საერთაშორისო ორგანიზაციებში და პირველ რიგში, რომ გავაკეთოთ განაცხადი 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე, ასევე ქვეყნის ნატოში შემდგომი ინტეგრაცია, რა თქმა უნდა, პასუხი ოკუპაციასა და იმ მოვლენებზე, რომლებიც რეგიონში ვითარდება. ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკურია იმის გათვალისწინებით, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ორმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავება, რომ ქვეყნის, საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი იქნება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.