აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ბილ ბერნსი სამშაბათს კიევში იმყოფებოდა. ის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსნებს შეხვდა.
ამის შესახებ The Washington Post ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობითვე, გუშინ, კიევში განხორციელებული აფეთქებების დროს, ბერნსი აშშ-ის საელჩოში უსაფრთხოდ იმყოფებოდა.
14 ნოემბერს, ბილ ბერნსი თურქეთში იმყოფებოდა და რუს კოლეგა სერგეი ნარიშკინს შეხვდა.