ახლო მომავალში, მოსახლეობისთვის ბუნებრივ აირზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის - ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ახლო მომავალში მოსახლეობისთვის ბუნებრივ აირზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის.

"დეკემბერში მარეგულირებელი კომისია მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ახალ სამომხმარებლო ტარიფებს დაადგენს. მისივე განმარტებით, ფასის რაიმე სახის ზრდა მოსალოდნელი არ არის", - განაცხადა ნარმანიამ.