აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) ხელმძღვანელი მაიკლ პაკი თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას Washintonpost-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პაკი აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თხოვნით, ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში გადადგა. ბაიდენმა პაკის დროებით შემცვლელად დაასახელა კელუ ჩაო, ამერიკის ხმის ვეტერანი ჟურნალისტი. მუდმივი შემცვლელი კი სენატმა უნდა დაამტკიცოს.