სალომე ზურაბიშვილმა ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის ახალ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს მიულოცა. მილოცვის შეტობინება საქართველოს პრეზიდენტის Twitter-ზე გამოქვეყნდა.

„ისტორიისა და იმედის დღე“. ნება მომეცით გულითადად მოგილოცოთ აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს ბრიუსელიდან, სადაც საქართველოსა და ევროატლანტიკური კავშირების მომავალზე ვისაუბრებ. დღეს, მსოფლიოს უდიდესი დემოკრატიის, თავისუფლების შუქურის ლიდერობის პასუხისმგებლობა თქვენს ხელშია“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.