„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ, ტვ. „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე, საკუთარ კანდიდატურას აღარ დააყენებს.
„ვხსნი ჩემს კანდიდატურას, მე აღარ დავაყენებ არჩევნებში ჩემს კანდიდატურას, მაგრამ აქვე აღვნიშნავ, არანაირი შტაბების ფორმალური გაფორმება, სტრუქტურული ერთეულები ან სხვა რამე არ არის საჭირო, ეს უნდა იყოს ფართო კონსენსუსი, ჩვენ გვჭირდება პროცესი პრეზიდენტ სააკაშვილისთვის და არა სხვისთვის“, - თქვა ჩალაძემ.
მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ პარტია და ყველა სხვა დანარჩენი რესურსი მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად მხარში ამოუდგება.
გიორგი ჩალაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა 11 ნოემბერს წარადგინა.
დღეს, 16 ნოემბერს, ლევან ხაბეიშვილმა ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის თავისი კანდიდატურა წამოაყენა. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ გადაწყვეტილება, თანაგუნდელებთან რამდენიმე დღიანი კონსულტაციის შემდეგ მიიღო.