სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტს იწყებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელს ეწვია.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში.

საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მთავარი თემა იქნება. სალომე ზურაბიშვილი ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე ნატოს გენმდივანს გაესაუბრება და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ელჩებს მიმართავს, სადაც წლიური ეროვნული პროგრამა უნდა შეფასდეს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი შეხვდება ბელგიის მეფეს და ასევე, კულტურული ფესტივალის - Europalia წარმომადგენლებს.