სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს დაეთმო.
დემოკრატი სენატორი ბობ მენენდესი უძღვებოდა. მან სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ჩართულობის გააქტიურებაზე ისაუბრა. შეეხო საქართველოში განვითარებულ მოვლენებსაც.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ განცხადა, რომ აშშ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესებში ჩართული უნდა დარჩეს.
„ეს არის ერი, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს და დღეს ჩვენ ვხედავთ დამოუკიდებელი მედიის დაშინებას, ოპოზიცის ლიდერების დაპატიმრებას და განგრძობით მცდელობებს, შეფერხდეს სწორედ ის დამოუკიდებელი რეფორმები, რომებიც საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლისთვის სჭირდება. აშშ უნდა დარჩეს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესებში ჩართული“, - განაცხადა ბობ მენენდესმა.