"მადლობა, რომ ამ ისტორიულ დღეს საქართველოში ჩვენს მეგობრებს წარმოადგენდით", - ასე გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი დავით ბაქრაძის Twitter-ზე.
აშშ-ში საქართველოს ელჩმა სოციალურ ქსელში შტატების 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, აღნიშნულ ფოტოზერ კი იან კელმა კომენტარი დაუწერა.
„მადლობა, რომ ამ ისტორიულ დღეს საქართველოში ჩვენს მეგობრებს წარმოადგენდით, დავით!“ - დაწერა კელიმ.